რეზონანსი
21.07.2026

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრის ნიკა ჩერქეზიშვილის თქმით, დედაქალაქის მერს, რომელიც აღნიშნულ პოზიციას მესამე ვადით იკავებს, საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ დედაქალაქში სანიაღვრე სისტემების საკითხი მოეგვარებინა.

„ვიდრე კახა კალაძე და თბილისის მერია საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ დაინახავს ყველა იმ პრობლემაში, რომელიც დღეს თბილისს აქვს, ჩვენ ამ სპირალიდან ვერ გამოვალთ. ამას ვერ უშველის უხმო „ლაივები“, ვერ უშველის პრეზენტაციები, პრესკონფერენციები, ამას სჭირდება რეალური მუშაობა და კახა კალაძეს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ის მესამე ვადით არის თბილისის მერი და ამაზე მეტი ვადა აღარ არსებობს. ამდენი წლის განმავლობაში უნდა მოეგვარებინა ის ამბავი, რომ თბილისს ყოველი წვიმის დროს სანიაღვრეების პრობლემა არ ჰქონდეს და უამრავი ადამიანი არ ზარალდებოდეს ღამით. 

დაზიანდა ავტომანქანები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზის საფარი და ეს ყველაფერი არის იმის დამსახურება, რომ კახა კალაძე საკუთარ პასუხისმგებლობას არასდროს არ გრძნობს ყველა იმ პრობლემის მიმართ, რომელიც თბილისს აქვს და ის დამოკიდებულება, რომ ეს ყველგან ხდება და Google-ში მოგვაძებნინებს და გვანახებს, ასე ამ პრობლემას ვერ ეშველება. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოერკვნენ, უნდა გამოფხიზლდნენ და უნდა გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა და მიხედონ ქალაქს, მიხედონ თბილისელებს, იმიტომ, რომ ამაში თბილისელები საკმაოდ დიდ თანხებს იხდიან“, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×