რეზონანსი
21.07.2026

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური განრიგის მიხედვით, 2026 წლის 23 ივლისს ელჩების აკრედიტაციის ოფიციალური ცერემონია იგეგმება.

ღონისძიებაზე, სხვადასხვა ელჩს შორის ჩამონათვალში პირველია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია, რომელიც პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელებს ოფიციალურად გადასცემს.

აღნიშნული დიპლომატიური პროცედურის ჩანიშვნის პარალელურად, ყურადღებას იპყრობს მნიშვნელოვანი დეტალი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პორტალზე.

კერძოდ, უწყების ვებ-გვერდიდან წაიშალა ის გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული და ამ დროისთვის მის შესახებ ოფიციალური ცნობა აღარ იძებნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×