რეზონანსი
20.07.2026

არა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბას, არც ჩემი მხრი­დან, არც პო­ლი­ცი­ის მხრი­დან და არც სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას არ ჰქო­ნია ად­გი­ლი , - ამის შე­სა­ხებ მომ­ღე­რა­ლი ალექ­სან­დრე მრე­ლაშ­ვი­ლი თე­ლავ­ში ქორ­წი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ვი­დეო მი­მარ­თვა­ში აცხა­დებს.

მისი თქმით, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა არა­ერ­თი მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცია, რის გა­მოც სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლა სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა.

"მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო პო­ლი­ცი­ას, რომ საქ­მეს დე­ტა­ლუ­რად იძი­ებს. არა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბას, არც ჩემი მხრი­დან, არც პო­ლი­ცი­ის მხრი­დან და არც სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას არ ჰქო­ნია ად­გი­ლი. ძა­ლი­ან ბევ­რი პოს­ტი იდე­ბა, ძა­ლი­ან ბევ­რი ცრუ ინ­ფორ­მა­ცია იწე­რე­ბა და ყვე­ლამ იცო­დეთ სი­მარ­თლე",- აცხა­დებს მომ­ღე­რა­ლი.

ცნო­ბის­თვის, თე­ლავ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის გამო სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გი­ორ­გი ჭიღ­ლა­ძე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 120-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა 3-წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

თე­ლავ­ში, ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში, ქორ­წი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სას­ტუმ­რო­ში დამ­სვე­ნე­ბელ­მა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სას­ტუმ­როს ნომ­რის აივ­ნი­დან შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს ქორ­წილ­ში მყოფ პი­რებს და წყა­ლი და­ას­ხეს აპა­რა­ტუ­რას, რის შემ­დე­გაც ბრალ­დე­ბულ­მა ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ქალს. და­შა­ვე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ამას­თან, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა არის და­წყე­ბუ­ლი მომ­ღე­რალ ალექ­სან­დრე მრე­ლაშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბი­თაც.

შსს-ს ცნო­ბით, მრე­ლაშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ქორ­წილ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით მოწ­მის სა­ხით იკი­თხე­ბო­და, რა დრო­საც მან უარი გა­ნა­ცხა­და გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში დიდი ხნით დარ­ჩე­ნა­ზე, ამის შემ­დეგ მან სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს და ნივ­თე­ბის შე­სა­ნა­ხი კა­რა­და და­ა­ზი­ა­ნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×