რეზონანსი
19.07.2026

ესპანეთში ტყის ხანძარმა 10 000 ჰექტრამდე ტერიტორია გაანადგურა, რის გამოც 16 სოფლის ევაკუაცია გახდა საჭირო. 

ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.

გამოცემის ცნობით, ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთსა და ცენტრალურ ნაწილში ორი მასშტაბური ტყის ხანძარი კვლავ აქტიურია. საგანგებო სამსახურების ძირითადი ძალები გვადალახარას პროვინციაში, ლა მიერლას მახლობლად და სარაგოსას პროვინციაში, ორესის მახლობლად ხანძრების ჩაქრობაზეა მობილიზებული.

ორივე ხანძარი წელს ესპანეთში ყველაზე მასშტაბურ ხანძრებს შორისაა. მედიის ინფორმაციით, ესპანეთში, წლის დასაწყისიდან ტყის ხანძრებმა უკვე, დაახლოებით 50 000 ჰექტარი ტყისა და სასოფლო-სამეურნეო მიწები გაანადგურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×