
რუსეთმა კიევზე თავდასხმისას ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
ანდრეი სიბიგას განცხადებით, „მოსკოვში მყოფი ლაჩარი, რომელსაც ომის დასრულების მიზნით პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის ეშინია, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომს აგრძელებს".
„ჩვენი მოწოდება შესაფერისი და ძლიერი პასუხია. ამ ტერორის დასასრულებლად მოსკოვზე დამანგრეველი ზეწოლა გვჭირდება", - წერს სიბიგა X-ზე.
მისი თქმით, „პუტინის დაშოშმინების პოლიტიკით შეჩერება შეუძლებელია".
„ის კიდევ უფრო შორს წავა, თუ მისი შეჩერება ძალის გამოყენებით ახლავე არ მოხდება. მიაწოდეთ უკრაინას ყველა საჭირო საშუალება რუსეთის შესაჩერებლად და ამ ომის დასასრულებლად", - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი