რეზონანსი
19.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, იორდანიაში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვა „სამწუხაროა“.

„თქვენ ოდესმე გიკითხავთ, რამდენი ადამიანი დაიღუპა ვიეტნამში? ოდესმე გიკითხავთ, რამდენი ადამიანი იღუპებოდა ავღანეთში ყოველ დღე? ეს სამწუხაროა, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი დაიღუპნენ, რადგან არ სურდათ, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონოდა და არ სურდათ, რომ ახლო აღმოსავლეთი განადგურებულიყო“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა New York Post-ს.

შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) გამოაცხადა, რომ 17 ივლისს იორდანიაში ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, მაშინ როდესაც აშშ-ის ცენტრალური სარდლობა და პარტნიორების ძალები ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების თავდასხმისგან თავს იცავდნენ. ასევე, ერთი სამხედრო მოსამსახურე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×