
პროტესტების ფონზე, ზელენსკი შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის თანამდებობიდან გათავისუფლებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვაში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, პროტესტის ფონზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის თანამდებობიდან გათავისუფლებას განიხილავს თუ ამ თანამდებობისთვის შესაბამის კანდიდატურას იპოვის.
წყაროების თქმით, ამ შაბათ-კვირას, 18-19 ივლისს, ზელენსკი სამხედრო მეთაურებს ხვდება, რათა ბრძოლის ველზე არსებული ვითარების მათი შეფასებები მოისმინოს და საუბრები გამართოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის როლზე კანდიდატებთან.
წყაროებმა აღნიშნეს, რომ ზელენსკი მზად არის, სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლოს თუ მეთაურს იპოვის, რომელიც ძალაუფლების შეუფერხებლად გადაცემას უზრუნველყოფს და, ამავდროულად, ფრონტის 1,200 კილომეტრის გასწვრივ მყარ თავდაცვას უზრუნველყოფს.