
„კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ სევდამ და ნაღველმა დაისადგურა. მათ გულებში ტკივილია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილზე ოპოზიციის რეაქციას.
მისივე თქმით, საქართველოს ყველა პარტნიორთან თანასწორუფლებიანი ურთიერთობები ექნება.
„კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ სევდამ და ნაღველმა დაისადგურა. მათ გულებში ტკივილია, რადგან მათი ნარატივი - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შემდეგ, რომ თითქოს, საქართველო არის სრულ იზოლაციაში და არ ჰყავს საქართველოს არჩეული ხელისუფლება, წამიერად ჩამოშალა პრეზიდენტ ტრამპის წერილმა, რომელიც მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მოუთმენლად ელოდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თვისობრივად სხვა ეტაპზე გადაყვანას, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილიც არის.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ პირნათელები პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ხალხის წინაშე, საქართველოს ინტერესების წინაშე და შემდეგ უკვე ყველა პარტნიორთან გვქონდეს თანასწორუფლებიანი ურთიერთობები“, - აღნიშნა გორდულაძემ.