
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ევროკავშირის საელჩოს „ქარდს“ მედიასთან ეხმიანება. როგორც სოსიაშვილი აღნიშნავს, ეს არის ახალი კონფრონტაციის მცდელობა.
„გასაგებია, რომ მათ დახარჯეს გარკვეული თანხები საჯარო სექტორში, მაგრამ რატომ ავიწყდებათ იმ თანხების დახარჯვა, რომელიც ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციური სცენარების განხორციელებას. რამდენჯერმე იყო მცდელობა ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით გადატრიალების და დამხობის, აი ამაზე ისაუბრონ.
ეს არის მცდელობა ახალი კონფრონტაციის და ოპოზიციისთვის ახალი სულის ჩაბერვის, რომ ახალი ტალღა გააღვიძონ, მაგრამ ცხადია, ეს ასე ვერ იქნება“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.
ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებულ დონაციებზე, ევროკავშირის საელჩომ „ფეისბუკში“ 2024 წლის 17 ივნისს გამოქვეყნებული ქარდი გააზიარა.
მმართველ გუნდს უკვირს, როცა ყველაფერი ნათელია, რატომ ცდილობს დიპლომატიური წარმომადგენლობა, ისე წარმოაჩინოს სიტუაცია, თითქოს ყველა თანხა სახელმწიფო უწყებებს ხმარდებოდა.