რეზონანსი
18.07.2026

გორ­ში, ავა­რი­ის დროს და­ღუ­პუ­ლი დედა-შვი­ლი დღეს დაკ­რძა­ლეს - სამ­გლო­ვი­ა­რო პრო­ცე­სი­ა­ში ასო­ბით ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ოჯა­ხი მო­ი­თხოვს, რომ გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს მუხ­ლი, რომ­ლი­თაც გა­მო­ძი­ე­ბაა და­წყე­ბუ­ლი.

რო­გორც და­ღუ­პუ­ლი ქა­ლის, ანი ბე­რი­ა­ნი­ძის ბი­ძაშ­ვილ­მა ირმა ამ­ბარ­დნიშ­ვილ­მა "TV პირ­ველს" გა­ნუ­ცხა­და, არ­სე­ბობს ეჭვი, რომ მან­ქა­ნას და­კა­ვე­ბუ­ლი მძღო­ლის, რე­ვაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი მარ­თავ­და.

"ბრა­ლი უნდა გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს. ჩვენ არ შე­ვე­გუ­ე­ბით 12-წლი­ან მუხლს, რად­გან ეს არის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი. ძა­ლი­ან კარ­გად და­ი­ნა­ხა, რომ ბავ­შვით გა­და­დი­ო­და და არც უც­დია გა­ჩე­რე­ბა. ამას­თან ერ­თად, გა­მო­იკ­ვე­თა ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი და ეჭვი გვაქვს უკვე, რომ თვი­თონ არ იჯდა სა­ჭეს­თან და იჯდა მისი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი. იმი­ტომ, რომ მან­ქა­ნა­ში იჯდა ოთხი პირი - ორი თა­ვი­სი შვი­ლი და ორი დის­შვი­ლი.

კადრში ჩანს, რომ წი­თე­ლი მან­ქა­ნა უახ­ლოვ­დე­ბა, ამ მან­ქა­ნა­ში სხე­დან დედა და დე­დის ბიძა. ესე­ნი მო­დი­ოდ­ნენ სუ­ლის მო­სახ­სე­ნი­ე­ბე­ლი სუფ­რი­დან მისი ცო­ლის ბი­ძის. დათ­ვრნენ, ბავ­შვი დას­ვა სა­ჭეს­თან და დე­დამ რომ ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა ეს ქმა­რი, ბი­ძას­თან ერ­თად გა­მო­ე­კი­და მან­ქა­ნას.

კად­რებ­ში ჩანს, ეს მან­ქა­ნა რომ ჩერ­დე­ბა და ეს ბავ­შვე­ბი რომ გად­მორ­ბი­ან და მან­ქა­ნა­ში რომ სხდე­ბი­ან. და­ნარ­ჩე­ნე­ბი გა­იქ­ცნენ.

მე ვი­თხოვ, რომ ყვე­ლა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცეც. რა­ტომ არ და­რე­კეს პო­ლი­ცი­ა­ში, როცა ასე­თი ამ­ბა­ვი იყო და ასე­თი სის­წრა­ფით მი­დი­ო­და?! რო­გორ მოხ­და, რომ 225 ჯა­რი­მის პატ­რონს მარ­თვის მოწ­მო­ბა არ ჩა­მო­არ­თვეს?! ვინ მფარ­ვე­ლობ­და მას პო­ლი­ცი­ა­სა და სუს-ში? - ამ­ბობს ირმა ამ­ბარ­დნი­ში­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, 13 ივ­ლისს, გო­რის ცენ­ტრში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე "ჯი­პის" ტი­პის ავ­ტო­მან­ქა­ნა ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე დედა-შვილს და­ე­ჯა­ხა.ახალ­გაზ­რდა ქალი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვს, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო და ის თბი­ლის­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს. და­კა­ვე­ბუ­ლია ავა­რი­ა­ში მო­ნა­წი­ლე მძღო­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×