რეზონანსი
17.07.2026

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ვეტო დაადო მთავრობის კანონპროექტს, რომელიც ფაქტობრივად ერთნაირსქესიან წყვილებს ქორწინების დაკანონების უფლებას მისცემდა. ეს კი პირველი შემთხვევა იქნებოდა, როცა პოლონეთი ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებს იურიდიულად აღიარებდა.

კანონპროექტი რომელიც პოლონეთის პარლამენტმა მიიღო, სრულწლოვან წყვილებს განურჩევლად სქესისა, თანაცხოვრების შეთანხმების გაფორმების უფლებას აძლევს. ნავროცკის თქმით, ის როგორც კონსტიტუციის დამცველი ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქორწინების განსაკუთრებული სტატუსის დაკარგვას გამოიწვევს, პოლონეთის კონსტიტუციაში კი ქორწინება განსაზღვრულია როგორც ქალისა და კაცის კავშირი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×