რეზონანსი
17.07.2026

საწვავის კრიზისის ფონზე, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საქმიანობის "მოწონების" დონე ზედიზედ მეოთხე კვირაა მცირდება.

აზრის გამოკითხვის ცენტრის, სახელმწიფო ВЦИОМ-ის თანახმად, 12 ივლისის მდგომარეობით რეიტინგი 65,1%-მდე ჩამოვიდა. ეს მინიმუმია  მთელი სპეციალური სამხედრო ოპერაციის განმავლობაში. ბოლო კვირაში პუტინმა 0,9 პუნქტი მოწონება დაკარგა, ხოლო ბოლო ოთხ კვირაში — 5,3 პუნქტი.

რეიტინგის შემცირების ტემპმა გადააჭარბა 2022-ის შემოდგომის ვარდნას, როცა კრემლმა მობილიზაცია გამოაცხადა, ასევე 2024-ის აგვისტოს ვარდნას, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები კურუსკის ოლქში შევიდნენ: პირველ შემთხვევაში შემცირებაოთხ კვირაში 3,3 პუნქტს შეადგენდა, მეორე შემთხვევაში — 5,1 პუნქტს.

პუტინის საქმიანობას უარყოფიღთად გამოკითხულთა 23,4% აფასებს, რაც ფაქტობრივად გაუროლდა მთავრობის მუშაობით არმოწონწბის დონეს - 24,4%-ს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×