რეზონანსი
16.07.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრ მიხაილო ფედოროვის გადადგომასთან დაკავშირებით პირველ კომენტარი გააკეთა.

როგორც ზელენსკი განმარტავს, მიზეზი თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბს შორის კონფლიქტია, რომელიც სხვადასხვა დონეზე ხდებოდა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ კონფლიქტს სისტემური ხასიათი ჰქონდა და არ არის განპირობებული მხოლოდ ფედოროვსა და ალექსანდრ სირსკის შორის პიროვნულ შეუთავსებლობასთან.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ფედოროვის სავარაუდო შემცვლელად შინაგან საქმეთა მინისტრს, იგორ კლიმენკოს კანდიდატურასაც განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამთავრობო ცვლილებები დააანონსა. 14 ივლისს უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას, რაც უკრაინის მთავრობის გადადგომას ნიშნავს. ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა სოციალურ ქსელში გადადგომის შესახებ ინფორმაცია 16 ივლისს დაადასტურა და თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი შეაჯამა.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის გადადგომის წინააღმდეგ დღეს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება.

თავად ფედოროვმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს „უკრაინელი ხალხი ქუჩაში, არა კონკრეტული მინისტრის გამო, არამედ საკუთარი თავისთვის გამოვიდა“. როგორც ფედოროვმა აღნიშნა: „ბოლო პერიოდში გაჩნდა იმედი, ბრძოლის ველზე  და ცაში ინიციატივა ხელში უკრაინამ ჩაიგდო, ახლა კი ეს ტრაექტორია ინგრევა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×