
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთში, საკუთარ სახლში შუახნის კაცი გარდაცვლილი იპოვეს, მას ჭრილობა ყელში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. შსს-მ მომხდარზე გამოძება განზრახ მკველელობის მუხლით დაიწყო.
შემთხვევა 14 ივლისს მოხდა.
„ჩაუტარდა ექსპერტიზა, ყელის არეში ცივი იარაღით ჰქონდა დაზიანება მიყანებული. არ ვიცი მკვლელობაა, თუ თვითმკვლელობა მიმდინარეობს გამოძიება“,- ამბობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტი, დავით მერაბიშვილი.
გამოცემა jnews.ge წერს, რომ სოფელში სხვადასხვა, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება: ნაწილი მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს, ნაწილი კი თვითმკვლელობაზე. მათივე ცნობით, 55 წლის კაცი სოფელში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.