რეზონანსი
16.07.2026

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, იოსებ სიგუა ცოლის ბრალდებებს „აბსურდს“ უწოდებს -  შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, რომელსაც ცოლი, სოფიო სიგუა-შატბერავა ძალადობაში ადანაშაულებს, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა. 

"აბსურდია... ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, დაელოდეთ მოვლენებს", - თქვა იოსებ სიგუამ. 

დღევანდელი პროცესი, სადაც სასამართლო იოსებ სიგუასთვის შემაკავებელი ორდერის გაუქმების საკითხს იხილავდა, 23 ივლისამდე გადაიდო. 

შეგახსენებთ, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა სოსო სიგუამ თანამდებობა დატოვა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×