რეზონანსი
16.07.2026

ნუთუ არ გესმით, რომ საქართველოში რიყეზე აშენებული რიყის თეატრი არ არის სააკაშვილის ახირება - ეს იყო თქვენი კუთვნილება, რომელსაც თქვენ გართმევენ, თქვენ გინგრევენ, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო პროცესზე „რიყის დოქების“ დემონტაჟის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. რიყის დოქების თეატრი იყო იტალიელი არქიტექტორისა და ურბანისტის, მასიმილიანო ფუქსასის ქმნილება, რომელიც არ იყო არავის კუთვნილება, გარდა ქართველი ხალხისა.

„ნუთუ არ გესმით, რომ საქართველოში რიყეზე აშენებული რიყის თეატრი არ არის სააკაშვილის ახირება, ეს იყო მასიმილიანო ფუქსასის გენიალური ქმნილება, რომელიც დაასახელეს წლის საუკეთესო პროექტად მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ეს არ იყო არც სააკაშვილის, არც ვინმე ცალკეული შემსრულებლის ან ხელოვანის, ეს იყო თქვენი კუთვნილება, რომელსაც თქვენ გართმევენ, თქვენ გინგრევენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა და განმარტავს, რომ მთავრობის 2025 წლის განკარგულებით „ტერიტორიის განვითარება გულისხმობს სასტუმროს პროექტის შექმნას, რაც შესაძლოა მოიცავდეს სადემონტაჟო სამუშაოებს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×