რეზონანსი
16.07.2026

„გვარამია იძლევა აღიარებით ჩვენებას, რომ ის და მისნაირები მისტირიან ორ რამეს, ერთი -საქართველო არ განადგურდა და აქ ომი არ იყო. მეორე, - მათ ამ ომზე შემდეგ ფული ვერ იშოვეს“, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

დეპუტატი ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში. აი, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან“.

იონათამიშვილის თქმით, ფაქტია, რომ უკრაინა განადგურებულია როგორც ეკონომიკურად, ასევე მისი გენოფონდიც.

„გვარამია იძლევა აღიარებით ჩვენებას, რომ ის და მისნაირები მისტირიან ორ რამეს, ერთი -საქართველო არ განადგურდა და აქ ომი არ იყო. მეორე, - მათ ამ ომზე შემდეგ ფული ვერ იშოვეს.

ჯერ ეს ომი როგორ დამთავრდება. ისიც ფაქტია, რომ უკრაინა განადგურებულია როგორც ეკონომიკურად, ასევე მისი გენოფონდიც. ამ ყველაფრის შემდეგ რომ კიდევ ასეთი განცხადებებით გამოდიხარ, აჩვენებ ზუსტად შენს უსამშობლობას, უღმერთოებას და იმას, რომ შენთვის მთავარი არც შენი ქვეყნის ინტერესია, არც ხალხი, არც საზოგადოება. ერთადერთი რაც გინდა, ჯერ დაანგრიო ეს ქვეყანა და შემდეგ ამის ხელი მოითბო“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×