
რამდენიმე დღის წინ მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. გორში, "ზებრა" გადასასვლელზე გადასვლისას, დედა-შვილს სწრაფად მოძრავი მანქანა დაეჯახა, ორივე დაიღუპა.
რევაზ ელიზბარაშვილი საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც ის კანონდარღვევით გადაადგილდებოდა. "ქართლის ამბების" ინფორმაციით, ბრალდებულს 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე. რევაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"მის ოჯახს ვიცნობთ, ვმეგობრობდით, მაგრამ დაგვღუპა... თავისი ოჯახიც დაღუპა... მამამისს უთქვამს, მკვდარიც რომ მომიყვანოთ, სახლში არ შევიყვანო. ისეთი გამწარებულები არიან თვითონაც. ყველაფერი გააყიდინა მის ოჯახს. თამაშობდა, ნარკომანი იყო. დღეს ჩვენ ვართ გამწარებული, ხვალ სხვა იქნება, ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს? ასეულობით ჯარიმა ჰქონდა და ხომ იყო გაწითლებული პატრულის ბაზაში. რატომ არ ჩამოართვეს აქამდე მართვის მოწმობა?" - განავხადა გორში ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ნათესავმა, ირმა ამბარდნიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.