რეზონანსი
16.07.2026

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.

დახვედრის ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტები ერთმანეთთან პირისპირ ფორმატში გამართავენ შეხვედრას.

ხვალ დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირისპირ შეხვედრა. ასევე, გათვალისწინებულია მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი დღეს ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის პრეზიდენტსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დახვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×