რეზონანსი
16.07.2026

სას­ჯე­ლის უმაღ­ლეს ზო­მას ვი­თხოვთ, ვი­თხოვთ, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აღიძ­რას საქ­მე. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას ვე­ლო­დე­ბით და და­ვი­წყებთ ბრძო­ლას, არ­ცერ­თი წუ­თით უკან დამ­ხე­ვე­ბი არ ვართ, - ამის შე­სა­ხებ გორ­ში ავა­რი­ის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი დედა-შვი­ლის ახ­ლო­ბელ­მა, ირმა ამ­ბარ­დნიშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

ირმა ამ­ბარ­დნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლის გარ­და მან­ქა­ნა­ში კი­დევ ორი „უგო­ნოდ მთვრა­ლი ადა­მი­ა­ნი იყო“.

"პრო­კუ­რა­ტუ­რამ 276-ე მუხ­ლის მე­ცხრე ნა­წი­ლით აღ­ძრა, რაც სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ჩვენ ვი­თხოვთ, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით უნდა აღიძ­რას. ორი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, მი­ა­ჭყლი­ტა და გა­იქ­ცა, უგო­ნო მთვრალ­მა. პრო­კუ­რო­რი შო­რე­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი წერს, რომ 354 ჯა­რი­მა ჰქონ­და ბოლო წელ­ში გა­მო­წე­რი­ლი. მე ვკი­თხუ­ლობ, რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს ამ უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის ხოც­ვა? ეს თა­ვაშ­ვე­ბუ­ლი მძღო­ლე­ბი, მთვრა­ლე­ბი, ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, პირ­და­პირ ცი­ხე­ში უნდა წა­ვიდ­ნენ. ყვე­ლა უნდა გა­მო­ვი­დეს, ყვე­ლა გვერ­დში უნდა დაგ­ვიდ­გეს, უნდა ავ­ლაგ­მოთ ამა­თი თა­რე­ში. სას­ჯე­ლის უმაღ­ლეს ზო­მას ვი­თხოვთ, ნუ გაგ­ვამ­წა­რე­ბენ ისე­დაც გამ­წა­რე­ბულს, ჩვენ არ და­ვი­ხევთ უკან. უნდა დალ­პეს ცი­ხე­ში, კა­ნონ­მა უნდა იზე­ი­მოს. ჩვენ მუხლს არ ვე­თან­ხმე­ბით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას ვე­ლო­დე­ბით და და­ვი­წყებთ ბრძო­ლას, არ­ცერ­თი წუ­თით უკან დამ­ხე­ვე­ბი არ ვართ.

გინ­და ავ­ტო­მა­ტი გა­და­გი­კი­დე­ბი­ათ ზურ­გზე და გინ­და მთვრა­ლებს გივ­ლი­ათ. ვის ხო­ცავთ, ვის გაზ­რდილ შვი­ლებს ხო­ცავთ? და­ლე­წი­ლე­ბი არი­ან, ტან­საც­მე­ლი ვერ ჩა­ვაც­ვით ვერც ბავ­შვს და ვერც დე­დას, სიკ­ვდი­ლიც არის და სიკ­ვდი­ლიც" - გა­ნა­ცხა­და ირმა ამ­ბარ­დნიშ­ვილ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×