რეზონანსი
16.07.2026

უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი თანამდებობიდან გადადგა და სოციალურ ქსელში  ინფორმაციის სისწორე დაადასტურა.

„ვერ შევძელით თავდაცვის სამინისტროს საორგანიზაციო ტრანსფორმაციის ბოლომდე მიყვანა ნატო-ს სტანდარტებისა და საღი აზრის შესაბამისად. ახალი სტრუქტურა ავამოქმედეთ, ბევრი ადამიანი თანამდებობიდან გავათავისუფლეთ და არაერთი პროცესი დავიწყეთ. თუმცა კიდევ უფრო გაბედულად უნდა გაგვეთავისუფლებინა ის ადამიანები, რომლებიც ცვლილებებს აფერხებდნენ“, – აღნიშნა ფედოროვმა.

მისივე განცხადებით, მან ვერ შეძლო თავდაცვის სამინისტროს ყველა შესყიდვის სრულად სატენდერო სისტემაზე გადაყვანა და ისეთი მმართველობის კულტურის დამკვიდრება, სადაც თითოეული ადამიანი საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას აიღებდა. ფედეროვის თქმით, სწორედ უკრაინელი ხალხი ჩამოაყალიბებს ამ ინსტიტუციურ კულტურას.

ფედოროვმა აღნიშნა, რომ განაგრძობს იმ მისიის შესრულებას, რომლისთვისაც თავდაცვის სამინისტროში მივიდა – „მტრის დამარცხებას ასიმეტრიული მიდგომით, ინოვაციების სწრაფი დანერგვითა და ძლიერი ორგანიზაციის ძალით“ - დაწერა ფედოროვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×