რეზონანსი
15.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ირანელებთან მოლაპარაკებას არ აპირებს.

Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანის რეჟიმი „ბოროტია“ და ირანის დელეგაციაზე მიუთითა, როგორც „მათზე, ვინც გარიგებას აფერხებს“.

კითხვაზე, ხომ არ ჰქონდა აშშ-ს საქმე „არასწორ ადამიანებთან“, ტრამპმა უპასუხა: „ახლა მე მოლაპარაკება არ მინდა. ვთქვი, მოდით, ნუღარ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. სამი დღის წინ ჩვენ გარიგება გვქონდა“.

„მათ გარიგების დადება სურთ, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც გარიგებას დებენ, არღვევენ მას“, - განაცხადა ტრამპმა. „მათ არ სურთ სიკვდილი. ადამიანებს არ სურთ სიკვდილი“.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×