რეზონანსი
15.07.2026

მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ბრალს აღირებს - გორის რაიონულმა სასამართლომ რევაზ ელიზბარაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრიობა შეეფარდა.

ბიზნესმენს დღეს უფლებადამცველი არ ჰყოლია.

სასამართლო პროცესზე პროკურორმა თქვა, რომ დაკავებულს 225 ჯარიმა ჰქონდა გამოწერილი, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებისთვის.

რევაზ ელიზაბარაშვილს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურამ 35 წლის ბიზნესმენს ბრალდება რამდენიმწ საათის წინ წარუდგინა.

დაკავებულს პროკურატურა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

განცხადების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 13 ივლისს, ღამის საათებში, გორში ბრალდებულმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს, მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია და ქვეითად მოძრავ დედა-შვილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×