რეზონანსი
15.07.2026

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიპლომატმა დასძინა, რომ ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რუსულ ნავთობზე ფასების ზედა ზღვარი არსებულ ნიშნულზე, 44.10 აშშ დოლარზე, 23 ივლისამდე შეინარჩუნონ, ვიდრე სანქციების 21-ე პაკეტზე მსჯელობა გრძელდება.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნები კვლავ ვერ თანხმდებიან საზღვაო მომსახურების აკრძალვისა და რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მიმართ შეზღუდვების გამკაცრების წინადადებაზე.

ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ეს ახალი პაკეტი თავდაპირველად ივნისში შესთავაზა.

პაკეტი მიმართულია რუსული ბანკების, კრიპტოვალუტის ქსელების, ასევე დრონების წარმოების, ნავთობით მოვაჭრე კომპანიებისა და გადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×