რეზონანსი
15.07.2026

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიწვევით მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში ​დაგეგმილ მინისტერიალში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ვაშინგტონში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მარკო რუბიო ვაშინგტონში 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლებს. მინისტერიალი ხუთშაბათს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×