რეზონანსი
15.07.2026

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრი, ირმა ამბარდნიშვილი ამტკიცებს, რომ ავტომობილში, რომელსაც  რევაზ ელიზაბარაშვილი მართავდა, ამჟამად დაკავებული ბიზნესმენის დეიდაშვილები ისხდნენ. 

ქალი სოციალურ ქსელში წერს, რომ ავტომობილში მყოფი სამივე პირი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რევაზ ელიზაბარაშვილმა კი ავტომობილი თავდაპირველად იმიტომ არ გააჩერა, რომ ნათესავები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ეხსნა. 

ირმა ამბარდნიშვილის მტკიცებით, დაკავებულის ახლობლებმა დედა-შვილი განსაცდელში მიატოვეს. 

ჩემი ანას და მართას მკვლელ რეზო ელიზბარაშვილს მანქანაში ორი დეიდაშვილი უჯდა ისინიც არაფხიზელ მდგომარეობაში! მანქანა დააჯახა ისევ ზედ გადაუარა და გაიქცა საკუთარი დეიდაშვილები პასუხისმგებლობას  რომ აერიდებინა! ის ორი გარეწარი რატომ არ დააკავეთ ? განსაცდელში მყოფები რომ მიატოვეს ? ისინის ისეთივე მკვლელები არიან! ჩაკეტეთ საზღვრები არ გავიდნენ ქვეყნიდან! 

ნუ გამოგვცდით ! კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ ყველა!"- წერს დაღუპული დედა-შვილის ახლობელი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×