რეზონანსი
15.07.2026

ამათ უნდოდათ, რომ ჩვენ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ხელისუფლება ამ პროცესში დასრულებულიყო და ესენი მერე, საომარი პროცესის შემდეგ, რაღაც გზებით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. წამოვიდოდა მერე დახმარებები ქვეყნის აღსადგენად, როგორც 2008 წელს და სად წავიდოდა მერე ეს ფული? მათ ჯიბეში, ისე, როგორც 2008 წელს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

დეპუტატი ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში. აი, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან“.

„გვარამიას განცხადება ზუსტად ისე გავიგე, როგორც საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ. როგორ უნდა მიეღო საქართველოს ტრილიონები და მილიარდები თუ საომარ პროცესში არ ვიქნებოდით ჩართული? როგორ მივიღეთ 2008 წელს დახმარებები? მივიღეთ მას შემდეგ, როცა ჩავერთეთ 2008 წელს ომში. როგორ დასრულდა ყველამ კარგად იცის და ამის მერე წამოვიდა დახმარებები. სხვა შემთხვევა მითხრას ნებისმიერმა გვარამიამ კი არა ჩვენი ქვეყნის ნებისმიერმა მტერმა. მათ მტრები ჰქვიათ. ამ განცხადებას რომ გააკეთებ მტერი ხარ და ჩვეულებრივი შადიმან ბარათაშვილი ხარ. უკრაინაში ომი რომ დასრულდება, კი ბატონო წავა დახმარებები ასობით და ტრილიონობით დოლარები წავა, რომ აღდგეს უკრაინა. ამაზე საუბრობს ალბათ ნიკა გვარამია. ჩვენ როგორ უნდა მიგვეღო? ამათ უნდოდათ, რომ ჩვენ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ჩვენი ხელისუფლება ამ პროცესში დასრულებულიყო და ესენი მერე, საომარი პროცესის შემდეგ, რაღაც გზებით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. წამოვიდოდა მერე დახმარებები ქვეყნის აღსადგენად, როგორც 2008 წელს და სად წავიდოდა მერე ეს ფული? მათ ჯიბეში, ისე, როგორც 2008 წელს. სხვა შემთხვევა, მექანიზმი არ არსებობს, თუ არ ხარ საომარ პროცესებში ასობით მილიონს და მილიარდებს არავინ დაგაყრის თავზე", - განაცხადა ჭეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×