რეზონანსი
15.07.2026

პოლონეთში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალები გაირკვია. როგორც ,,ტვ პირველისთვის" ცნობილი გახდა, ე.წ. ქურდული სხოდკა ვარშავაში მას შემდეგ ჩაიშალა, რაც  პოლიციამ ქართული ბანდის შეკრების შესახებ ინფორმაცია მიიღო. სასტიკადაა ნაცემი ,,სხოდკის" ორგანიზატორის, ბათუმელი "ქურდის", მინდია გორაშვილის, იგივე ლავას ოღლის, მარჯვენა ხელი, ლერი კორსანტია.

იგი ახლა პოლონეთის საავამყოფოში მრავლობითი დაზიანებით არის მოთავსებული. ვიდეომიმართვაში, რომელიც კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელმა "ქურდებს" გაუგზავნა, ის ჰყვება, რომ  ,,სხოდკაზე "ის იარაღის კონდახით სცემეს და მისი დაწვა უნდოდათ. 

"თავი ჩამოტეხეს, კისერში ამომწვარი მაქვს, ყელში დანას მიყრიდნენ, ხელები დამიწვეს და იარაღით ჩამიმტვრიეს, თვალებს ასე კარდონით მწვავდნენ" - ამბობს ვიდეომიმართვაში ლერი კორსანტია.

ე.წ. ქურდული სამყაროს შეფებს პოლონეთში უნდა განეხილათ მინდია გორაძესა და ავთო ტუღუშს, იგივე  სამტრედსკის, შორის წლობით არსებული კონფლიქტი, რომელმაც კრიმინალური სამყარო ორ ნაწილად დაჰყო. ლავას ოღლის "სამტრედსკისთან" წლებია, ცივი ომი აქვს გამოცხადებული.

რა მოხდა ვარშავაში, ვინ ვის დაარტყა და როგორ ჩაიშალა ქურდული სხოდკა, ჯერ ბუნდოვანია. "ქურდულ გარჩევაში", რომლიც ლავას ოღლიმ დაგეგმა,  35 ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი მონაწილეობდა. ისინი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ პოლონეთში.  

,,პრაიმ კრაიმის" ინფრომაციით, ავთო ტუღუშს, იგივე "ავთო სამტრედსკის",  გარჩევის დროს 15 ავტორიტეტი, ლავას ოღლის კი 20 მხარდამჭერი ჰყავდა.

ტვ პირველი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×