რეზონანსი
15.07.2026

ქუთაისში, მშენებარე კორპუსზე კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად, ერთი პირი დაიღუპა. იოსელიანის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობისას მომხდარ ნგრევას 30 წლამდე კაცი ემსხვერპლა - ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. 

ცხედარი მაშველებმა ჩამონგრეული რკინის კონსტრუქციიდან უკვე ამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა.

კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს შპს „გრადუს გრუპ მაუდი“ ასრულებს. იოსელიანის ქუჩაზე რჩებიან მაშველები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×