რეზონანსი
14.07.2026

 იტა­ლი­ის ქა­ლაქ ნა­პოლ­ში 36 წლის ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, ვანო ელოშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

"მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი კა­ხე­თი­დან" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შილ­დის მკვიდ­რი იყო. ის ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იტა­ლი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ იმ­ყო­ფე­ბო­და.

ნა­თე­სა­ვე­ბის თქმით, მა­მა­კა­ცი სამ­სა­ხურ­ში არ გა­მო­ცხად­და. ამის შემ­დეგ, თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მისი ად­გილ­სამ­ყოფ­ლის გარ­კვე­ვა სცა­დეს და სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზად გუ­ლის შე­ტე­ვა სა­ხელ­დე­ბა.

ოჯახ­მა ვანო ელოშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვე­ნე­ბის სა­კი­თხზე უკვე მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს იტა­ლი­ა­ში, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მის პრო­ცე­დუ­რებს უზ­რუნ­ველ­ყოფს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×