რეზონანსი
14.07.2026

 ბრი­უ­სე­ლის ცენ­ტრში, მშე­ნე­ბა­რე ცა­თამბჯენ­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბით, ტრა­გე­დია სამ­შა­ბათს, Oxy tower-ის შე­ნო­ბა­ში მოხ­და, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი მო­ედ­ნი­დან, გრანდ-პლა­სი­დან, სულ რა­ღაც 500 მეტრში მდე­ბა­რე­ობს.

ხან­ძრის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზი ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­ხან­ძრე­ებ­მა ცე­ცხლის ჩაქ­რო­ბა სწრა­ფად მო­ა­ხერ­ხეს, შე­ნო­ბა­ში შე­სუ­ლებს სა­ზა­რე­ლი სუ­რა­თი დახ­ვდათ. ცე­ცხლი ლიფ­ტის შახ­ტებ­ში გავ­რცელ­და, სა­დაც ორი ლიფ­ტი იყო გა­ჭე­დი­ლი.

ამ წუ­თებ­ში მი­ნი­მუმ 6 ადა­მი­ა­ნი და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა, თუმ­ცა არ­სე­ბობს შიში, რომ მე­ო­რე ლიფ­ტში ან შე­ნო­ბის სხვა ნა­წი­ლებ­ში შე­საძ­ლოა კი­დევ მეტი მსხვერ­პლი იყოს.

ნან­გრე­ვე­ბი­სა და მძი­მე პი­რო­ბე­ბის გამო, სა­მუ­შაო გა­რე­მო ძა­ლი­ან რთუ­ლია. ცხედ­რე­ბის ამოყ­ვა­ნის ოპე­რა­ცი­ას კი­დევ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი დას­ჭირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი ადა­მი­ა­ნი მძი­მე დამ­წვრო­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, ერთ მე­ხან­ძრეს კი დახ­მა­რე­ბა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის ზე­მოქ­მე­დე­ბის გამო შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე დას­ჭირ­და.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე ბრი­უ­სე­ლის მერი ფი­ლიპ კლო­ზი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბარტ დე ვე­ვე­რი და ბელ­გი­ის მეფე ფი­ლი­პე მი­ვიდ­ნენ. მერ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­გან­გე­ბო სამ­სა­ხუ­რებს, რომ­ლებ­მაც „გან­სა­კუთ­რე­ბით რთულ პი­რო­ბებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო შე­ას­რუ­ლეს".

მშე­ნე­ბა­რე Oxy tower-ში მო­მა­ვალ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბი, სას­ტუმ­რო, რეს­ტორ­ნე­ბი და ბა­რე­ბი უნდა გან­თავ­სე­ბუ­ლი­ყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×