რეზონანსი
14.07.2026

"გირჩი მეტი თავისუფლების" წევრი თემურ გორგაძე თამარ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდა:

"მიუხედავად იმისა, რომ ალეკო ელისაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ბევრმა იცის და მისი გასაკრიტიკებელი არაერთი პოსტიც დამიწერია, მას პოლიტპატიმრად ვთვლი და მხარს ვუჭერ.

პოლიტპატიმრებად ვთვლი და მხარს ვუჭერ მიხეილ სააკაშვილსაც, მზია ამაღლობელსაც, ელენე ხოშტარიასაც და ეს ხელს არ მიშლის, რომ ამ ქალისგან განსხვავებით, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, პოლიტპატიმრებად ვთვლიდე და მხარს ვუჭერდე ბაჩო ახალაიასა და ალეკო ელისაშვილსაც. დიახ, ახალაიას, რომელიც იმ სიტყვების გამო ჰყავთ ციხეში, კაცმა რომ თქვა ბიძინა ივანიშვილი დასამხობიაო. განა მთავრობა, განა ხელისუფლება?! არა, საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილი დასამხობიაო, თქვა და ამის გამო მიუსაჯეს კაცს.

დიახ, ელისაშვილსაც პოლიტპატიმრად ვთვლი ამ ქალისგან განსხვავებით.

ძალიან რბილად ვცდილობ ამის თქმას, მაგრამ არ გამომდის.

ხოდა სულ ფეხზე მკიდია, ერთ ალიანსში ვარ თუ არა ამ ქალთან. მისი დამოკიდებულება ახალაიასა და ელისაშვილის მიმართ ზუსტად ისაა, რაც ქოცს აწყობს.

იცოდეთ, რომ ამ საკითხში მე და ეს ქალი 180 გრადუსით განსხვავებულ პოზიციებზე ვდგავართ. არ მინდა, რომ ეს ბუნდოვანი დარჩეს და ვინმეს ეგონოს, რომ მეც ამ აზრზე ვარ. ელისაშვილის შესახებ მე, ქოცი და ესა ქალი სხვადასხვა აზრზე ვართ", - დაწერა თემურ გორგაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×