რეზონანსი
14.07.2026

ის, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია არა ომი, ქართველმა ხალხმა აირჩია არა ქვეყნის ნგრევა, არამედ პატრიოტული, ეროვნული ხელისუფლება კვლავ მოიყვანა ქვეყნის სადავეებთან და ქვეყანა მიდის წინ, ამას ვერ პატიობენ ზუსტად, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ეუთო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

მათიკაშვილის თქმით, „ეს არის ერთადერთი ახსნა იმიტომ, რომ სხვა ნებისმიერ შემთხვევაში შეუვალ კედელთან მივდივართ, აუხსნელ მოცემულობასთან მივდივართ რა უნდათ ქართველებთან“.

„რჩება შთაბეჭდილება, რომ რაც ათწლეულების განმავლობაში რუდუნებით შენდებოდა, საერთაშორისო ინსტიტუციებზე მაქვს საუბარი, ამ შემთხვევაში ბუნებრივია ვსაუბრობ ეუთოზე, დღეს იქ არსებული პერსონები პრაქტიკულად თავისი ხელით ანგრევენ ამ ყველაფერს.

კარგად მოგეხსენებათ ეუთო რა ორგანიზაციაა, როდის შეიქმნა, რა მიზნები გააჩნია. ამ ორგანიზაციის უძირითადეს მიზანს წარმოადგენდა და წესით დღესაც უნდა წარმოადენდეს ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, უსაფრთხოების შენარჩუნება, პრევენცია ამ მნიშვნელოვანი მოცემულობის. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ნაკარნახევი ამ მრუდე, აბსოლუტურად გაუგებარი, ტყუილებით გაჯერებული რეზოლუციებით, პრაქტიკულად გამოდის ყოველგვარი იმ ფარგლებიდან, რაც ამ ორგანიზაციის წესდებით და საერთაშორისო მანდატით მათ აქვთ მინიჭებული“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×