რეზონანსი
11.07.2026

UNESCO-ს გენერალური დირექტორი ხალედ ელ-ენანი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან შეხვედრას ეხმაურება.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების დაფინანსების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირების გაძლიერების, უმაღლესი განათლების რეფორმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხები.

UNESCO მოუთმენლად ელის საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ციფრული ტრანსფორმაციის, მწვანე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებებით, რათა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინონ,” - წერს ხალედ ელ-ენანი X-ის პლატფორმაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×