
პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის იოსებ სიგუასთვის ელექტონული ზედამხეველობის განხორციელების თაობაზე არსებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით კმაყოფილია ექს-მაღალჩინოსნის ცოლი სოფია სიგუა-შატბერავა.
ქალი, რომელიც პოლკოვნიკ ქმარს მეუღლე ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს ამბობს, რომ საქმეში ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები დევს.
"კარგია, ის რომ შემაკავებელი დარჩა ძალაში, სამაჯური დარჩა ძალაში. ის ყოველთვის მემუქრებოდა მძიმე, გაუხსნელი მკვლელობით, ძალადობდა ჩემზე და ეს ხდებოდა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. მას შემდეგ რაც ხმა ამოვიღე, ყველა დამიპირისპირდა, თუმცა ჯერ-ჯერობით ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც არის.
მთელი ამ 13 წლის კასკადი წარმოდგენილია, არიან მოწმეები, არის გარკვეული მტკიცებულებები, რაღაც ფოტომასალა, რაღაც ვიდეო-მასალა. პლუს ეს დევნის ფაქტი. კარგია, ის რომ რეაგირება მოხდა და ეს საპასუხო რეაქცია რაც მათ ჰქონდათ, რომ ჩემი გამოსვლის შემდეგ ის დაეწინაურებინათ, ეს ჩემი ქეისი კი არა, ზოგადად პრობლემაა. ასეთი საქმე არ უნდა წახალისდეს"- აცხადებს ქალი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნისთვის, პოლკოვნიკ იოსებ სიგუასთვის, რომელსაც მეუღლე ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, ელექტონული ზედამხეველობის განხორციელების თაობაზე არსებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.