რეზონანსი
11.07.2026

საქართველოს განათლების მინისტრმა პარიზში, „იუნესკოს“ სათაო ოფისში გამართულ „განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების შემდეგ გივი მიქანაძემ იმ საკითხების შესახებ ისაუბრა, რომელიც დამსწრე საზოგადოებას გააცნო. მან 40-მდე ქვეყნის ლიდერებს საქართველოში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმები და დაგეგმილი ინიციატივები წარუდგინა.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა „იუნესკოს“ ხელმძღვანელ პირებთან. 

„მქონდა შესაძლებლობა, სიტყვით გამოვსულიყავი და დამსწრე საზოგადოებისთვის გამეცნო მიმდინარეობა და უკვე პირველადი შედეგები იმ რეფორმებისა, რომელიც უმაღლესი განათლებისა და ზოგადი განათლების მიმართულებით ხორციელდება საქართველოში. ასევე, განვიხილეთ ის სიახლეები, მათ შორის მასწავლებელთა კარიერული განვითარების ახალი სქემა, რომელიც საქართველოში დაინერგა და განხორციელების სტადიაზე და გვქონდა შესაძლებლობა, დამსწრე საზოგადოების კითხვებისთვის მეპასუხა და მიმეწოდებინა ამომწურავი ინფორმაცია“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

სამიტის მთავარი მიზანი ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და 2022 წლის შემდეგ მიღწეული პროგრესის შეჯამება იყო. ღონისძიებას ესწრებოდა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში, მუდმივი წარმომადგენელი „იუნესკოში“, ირაკლი ყურაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×