რეზონანსი
11.07.2026

ევროკავშირი ეფუძნება პრინციპებს, ყველაზე მნიშვნელოვანი კი შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განაჩენის შესახებ. კითხვის საპასუხოდ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ეს კითხვა მართლმსაჯულების სისიტემას მიემართება და თავად კომენტარს ამაზე არ უნდა აკეთებდეს.

„რაც შეეხება განაჩენს, რომელზეც კითხვა დამისვით. ეს კითხვა მართლმსაჯულების სისტემისთვისაა და კომენტარს მე არ უნდა ვაკეთებდე. რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ევროკავშირი ეფუძნება პრინციპებს. ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპები კი შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლებაა. ესაა ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც აერთიანებს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს და ეს პრინციპები თითოეულმა ქვეყანამ უნდა დაიცვას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

ცნობისთვის, ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით, 29 ნოემბრის ეპიზოდზე, ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×