
აზიის განვითარების ბანკმა, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის განვითარებადი ეკონომიკებისთვის 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.9%-მდე შეამცირა, მაშინ როცა 2025 წელს ზრდამ 5.5% შეადგინა. ეს აპრილის პროგნოზთან შედარებით 0.2%-ით ნაკლები მაჩვენებელია.
აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებული უახლესი ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად ენერგეტიკულ ბაზრებზე ხანგრძლივმა შეფერხებებმა რეგიონის ეკონომიკურ პერსპექტივებზე მოსალოდნელზე უფრო ძლიერი უარყოფითი გავლენა მოახდინა.
2027 წლის ზრდის პროგნოზი უცვლელად, 5.1%-ზეა შენარჩუნებული, რაც ამ ზეწოლების თანდათანობით შესუსტებასა და ეკონომიკური აქტივობის აღდგენას ასახავს.
რაც შეეხება საქართველოს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად, 5.5%-ზე შეინარჩუნა. თუმცა რეგიონის წევრი ქვეყნებიდან რამდენიმეს ზრდის მოლოდინი შემცირებულია. მათ შორის, სომხეთის 5.5%-დან 5.%-მდე, თურქეთისთვის კი 3.6%-დან 3.1%-მდე. უცვლელად, 2%-ზე არის პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდა აზერბაიჯანისთვის.