რეზონანსი
11.07.2026

სუს-ის მიერ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბექა ჭულუხაძე თავს უდანაშაულოდ ცნობს - ამის შესახებ „ტვ პირველს“ მისი ადვოკატი, გაიოზ ჩარკვიანი ეუბნება. მედიის ინფორმაციით, კაცი, რომელსაც სუს-ი დივერსიის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს, ახლა გლდანის ციხეშია მოთავსებული. დღეს ან ხვალ მასთან სწორედ გლდანში შევლენ გამომძიებლები ბრალის ოფიციალურად წარსადგენად. 

„რაც ოფიციალურად გაჟღერდა საინფორმაციო საშუალებებით, ამის მეტი არაფერი ვიცი. ბრალი აქვს მხოლოდ და მხოლოდ ბექა ჭულუხაძეს წარდგენილი. ბექა ჭულუხაძე თავს უდანაშაულოდ ცნობს“, - უთხრა „ტვ პირველს“ ადვოკატმა, გაიოზ ჩარკვიანმა. 

გუშინ სუს-ში თქვეს, რომ „ბოლო 4 დღის განმავლობაში“ ამზადებდნენ ოპერაციას, რის შედეგადაც „ძებნილი მოქალაქე“ დააკავეს. დაკავებული ბექა ჭულუხაძეა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ჭულუხაძე საქართველო-სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს შორის, ნეიტრალურ ზონაში დააკავეს.

დაკავებულს ბრალად ედება 4 ოქტომბრის მოვლენების პარალელურად, რასაც ხელისუფლება გადატრიალების მცდელობად აფასებს, „დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×