რეზონანსი
11.07.2026

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ალეკო ელისაშვილის ქმედებებს არ ემიჯნებიან, სახელმწიფოს წინააღმდეგ თავდასხმას იზიარებენ.

„ტერორისტული აქტის ჩადენა, რადიკალიზმის გაღვივება, საზოგადოებაში იმ ქაოსის დათესვა, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლებაში მეხუთე კოლონას მოიყვანდა - ეს არის ის სურვილი, რაც აქვს აგენტურას საქართველოში, რის გამოც ხდება პრაქტიკულად ნანახი და უკვე ყველასთვის გასაგები ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის გამართლება, რაც ალეკო ელისაშვილმა პრაქტიკულად თვითონვე აღიარა, ოღონდ ამას გამართლებას უძებნიან. როდესაც სახეზეა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა და ამ ყველაფერს ევროპელი პოლიტიკოსები თუ პოლიტიკოსთა ჯგუფი არ ემიჯნება, ის ჯგუფი, რომლის პოლიტიკური ოჯახის წევრადაც „ლელო“ ითვლება, ცხადია, რომ პრაქტიკულად, იზიარებენ და ეთანხმებიან ტერორისტული აქტის ჩადენას, რომლის მიზანსაც სახელმწიფოს შერყევა და სახელმწიფოს წინააღმდეგ თავდასხმა წარმოადგენდა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ტერორისტული აქტის მცდელობისთვის 13-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მმართველი გუნდი პარტია „ლელოსა“ და მის ევროპულ პოლიტიკურ პარტნიორს - „ალდეს“, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ძალადობრივი ქმედებების გაუმართლებლობისა და დანაშაულის რომანტიზების გამო მკაცრად აკრიტიკებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×