
აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს ტაიფუნი „ბავი“ დაატყდა თავს, სტიქიის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ჩინეთმა 600 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, „ბავი“ ჩინეთში დაახლოებით 10 მილიონი ადამიანის საცხოვრებელი არეალს, ვენჯოუს დაატყდება თავს.
სტიქიის გამო, ტაივანის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რაიონებში 920 საერთაშორისო რეისი გაუქმდა. კუნძულზე ყველა ოფისი და სკოლა დაიხურა.
გამოცემის ცნობით, ტაიფუნი „ბავი“ უკვე დაატყდა თავს იაპონიაში, საკიშიმას კუნძულების ჯაჭვს, სადაც ძლიერმა წვიმამ და ქარმა ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა.
„როიტერის“ ცნობთ, ტაიფუნს ფილიპინებში, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა.