რეზონანსი
11.07.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფრომაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ბრალდებულები, თბილისში, გიორგი ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქის პირად ნივთებს და თანხას.

სამართალდამცველებმა ისინი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×