რეზონანსი
10.07.2026

ახალგაზრდა ბიჭი გულის შეტევით გარდაიცვალა. 

სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

„ლეჩხუმმა დღეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა გააცილა უკანასკნელ გზაზე. თორნიკე ბრეგვაძე - განათლებული, სანდომიანი, საუკეთესო ოჯახის შვილი, საუცხოო თანამესუფრე, ერთგული მეგობარი, შეუდარებელი მომღერალი თუ მგალობელი... საოცრად ქარიზმატული…

შეუძლებელია ერთხელ შეხვედროდი და შეუმჩნეველი დაგრჩენოდა მისი გამორჩეულობა, მისი მუსიკასთან წილნაყარობა. ზღვა ხალხმა გააცილა, ზღვა ცრემლი გაჰყვა თან და უდიდესი სინანული.

დაუჯერებელია ეს სიცოცხლით სავსე, მუდამ მბორგავი და მოუსვენარი ენერგია როგორ უნდა გაქრეს…

მის სამეგობროში ძველებურად უკვე აღარაფერი იქნება მის გარეშე…

მოსაგონარი და მოსაყოლი კი ბევრი დაგვიტოვა,მაგრამ გული მეგლიჯება მისი არყოფნის გახსენებაზე.

მადლობა თოკო, მშვიდობით მეგობარო“, - წერს გარდაცვლილი ბიჭის მეგობარი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×