რეზონანსი
10.07.2026

პირველი სატელევიზიო ინტერვიუ 15 წლის მოსწავლესთან, რომელიც მეზობლის მიერ დაჭრის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. მოზარდი „ტვ პირველთან“ ჰყვება, რომ მეზობელმა მამაკაცმა ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მისი თქმით, მომხდარის გახსენება რთულია, თუმცა კარგად ახსოვს კონფლიქტის მიზეზი.

როგორც 15 წლის ბიჭი ამბობს, გამოძიების მიერ დაკავებული 26 წლის გიორგი ცაბუტაშვილი ეზოში ბავშვების თამაშითა და ხმაურით გაღიზიანდა. მოზარდის მონათხრობით, მამაკაცმა ბავშვებს თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

დაზარალებულის დედა აცხადებს, რომ მომხდარში 26 წლის კაცის მამაც მონაწილეობდა. მისი თქმით, როდესაც მისი შვილი თავდამსხმელისგან გაქცევას ცდილობდა, ბრალდებულის მამამ ის შეაჩერა და ხელები გადაუგრიხა, რის შემდეგაც მისმა შვილმა მოზარდს დანით დაზიანებები მიაყენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×