რეზონანსი
10.07.2026

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, განაცხადა, რომ  დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მხრიდან თბილისში არსებული პრობლემების მოგვარება მყისიერად ხდება. მისი თქმით, არცერთი პრობლემა არ რჩება ყურადღების მიღმა.

„მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ თბილისი იქნება თუ მსოფლიოს ნებისმიერი დედაქალაქი თუ ქალაქი, ის ცოცხალი ორგანიზმია. ყველგან არის  პრობლემები, მაგრამ ვერ დამისახელებთ ვერცერთ პრობლემურ საკითხს, რომელიც  დღეს დედაქალაქში  უყურადღებოდ არის მიტოვებული მუნიციპალიტეტის მხრიდან, უამრავი პრობლემა კი, რომლებიც არსებობდა დედაქალაქში წლების განმავლობაში, აღმოფხვრილია.

რაც შეეხება უხვ ნალექს, ეს პრობლემა ბუნების კანონიდან გამომდინარე არსებობს და ასეთ საკითხებს მყისიერად სჭირდება რეაგირება, რაც ხდება კიდეც.

მე დავეთანხმები დედაქალაქის მერს, რომ თბილისზე ზრუნვა არ არის მხოლოდ მუნიციპალიტეტის საქმე. ჩვენ ყველამ უნდა მოვუაროთ ჩვენს ქალაქს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×