
ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილია განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება და ეროვნულ დონეზე ყველა ინსტანციაში დავის შემდეგ, ევროპის სასამართლოს მიმართავენ.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ საქმეში არ არის არც ერთი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულება, რომელიც დაადგენს, რომ ელისაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას.
„ჩვენ ამას გავასაჩივრებთ სააპელაციო წესით, ამოვწურავთ ეროვნულ დონეზე ყველა ინსტანციას და ევროპულ სასამართლოს მივმართავთ აღნიშნულთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულის აღიარება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია თუ რა მტკიცებულებებია საქმეში და საქმეში არ არის არცერთი პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულება“, - აღნიშნა ადვოკატმა.
ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.