
2026 წლის იანვარი-ივნისში, საქართველოდან ექსპორტირებულია 4.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1.9 ათასი ტონა მწვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მწვანილის ღირებულება გაიზარდა 3%-ით.
„მზარდია მწვანილის საექსპორტო ფასი და 2025 წელს კილოგრამი მწვანილის საექსპორტო ფასმა 2.12 დოლარს მიაღწია, 2026 წლის იანვარი-ივნისში კი საშუალო საექსპორტო ფასი კილოგრამზე 2.38 დოლარს შეადგენდა“, - წერია სამინისტროს მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება მის წარმოებას, სამინისტროს მონაცემებით, ის 7-8.5 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს და წლიდან წლამდე უმნიშვნელოდ იცვლება. უწყების ცნობითვე, მწვანილის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: უკრაინა, რუსეთი, მოლდოვა, რუმინეთი და სხვა.