ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ფეხსაცმლის ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ „როიტერი“, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით იტყობინება.
მედიის ცნობით, ცეცხლმა მრავალსართულიანი შენობა მოიცვა და მუშები სახურავზე ხაფანგში აღმოჩნდნენ. ხანძარი ფუჯიანის პროვინციის ქალაქ ჯინჯიანგში მდებარე Huiteng-ის ფეხსაცმლის ქარხანაში გაჩნდა.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ხანძრის გაჩენის დროს, ქარხანაში 239 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 213 ევაკუაცია მოხდა, რომელთაგან ორი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დადასტურდა კიდევ 26 ადამიანის გარდაცვალება, რომლებიც იქამდე დაკარგულად ითვლებოდნენ.
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ყოვლისმომცველი სამაშველო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა. მან ხელისუფლებას მოუწოდა, პასუხისმგებელი პირები მკაცრად დაისაჯონ.