რეზონანსი
10.07.2026

რი­კოთ­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 2 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი ბე­ტო­ნის ჯე­ბირს და­ე­ჯა­ხა. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფი და პო­ლი­ცია. მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ბავ­შვი და ქალი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. რო­გორც ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი გვი­ამ­ბობს, მან­ქა­ნა­ში სულ 4 ადა­მი­ა­ნი იყო.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან შაკო ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი და დათო კო­ბა­ხი­ძე. ისი­ნი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ.

"ამ სა­ში­ნელ ავა­რი­ას შე­ვეს­წა­რით, რი­კო­თის უღელტეხილზე ახა­ლი მომ­ხდა­რი იყო. “ფი­ტის” მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი ჯე­ბირს იყო შე­ჯა­ხე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, მძღო­ლი ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა, გვერ­დზე ვინც იჯდა ის მა­მა­კა­ცი თა­ვი­დან გონ­ზე იყო, მან­ქა­ნი­დან ის ფაქ­ტის შემ­სწრე გამ­ვლელ­მა ბიჭ­მა გად­მო­იყ­ვა­ნა, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ალ­ბათ გო­ნე­ბა­ზე იყო, მერე გა­ი­თი­შა და გარ­და­იც­ვა­ლა. მან­ქა­ნა­ში სულ ოთხი ადა­მი­ა­ნი იჯდა, სამი სრულ­წლო­ვა­ნი და პა­ტა­რა ბავ­შვი, ქალი და ბავ­შვი გა­დარ­ჩნენ. კლი­ნი­კა­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი," - განუცხადა "კვირის პალიტრას" თვითმხილველმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×