რეზონანსი
10.07.2026

ვხედავთ, რომ ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა. ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიას. ჟურნალისტმა ჰკითხა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაზე, სადაც არის საქართველოს შესახებ ჩანაწერი, რომელიც ჯო უილსონმა მოამზადა.

„ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს. სამწუხაროდ, არა მხოლოდ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, არამედ ეუთო-ს მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ასუსტებს ასეთი დოკუმენტები. ვხედავთ, რომ ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა. ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა. შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ ამ აქტიდან“, - აღნიშნა კობახიძემ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 8 ივლისს მიიღო ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×